logo
ENG



ხაბეიშვილი კანონის გაწვევის პირობაზე: მნიშვნელოვანია, ოცნებამ იურიდიულად გააფორმოს

09 მარ 202315:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/yfc22qgn2o8n3v6.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულის ოცნების განცხადება კანონპროექტების გაწვევის შესახებ იურიდიულად გაფორმდეს და რომ ოცნებამ ეს "ხელმოწერით დაადასტუროს."

"მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვა უკვე უკან წააღებინეს რუსულ ოცნებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში ის, რაც თქვა რუსულმა პარტიამ, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, ხელმოწერით დაადასტუროს, იმიტომ რომ მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი.

რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება.

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იწყება ახლა. რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი, მისი 78 გავრილოვით, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს და რომ არა ამ ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ."- განაცხადა ხაბეიშვილმა.

* * *

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას უკან გაიწვევს.

მდინარაძემ ეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

მისი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ "ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენეს".


close დახურვა