logo
ENG



ხაბეიშვილი ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: უპირობოდ უნდა დააკავონ რუსეთის აგენტის დაცვის წევრი

21 სექ 202312:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/jcqhbk8cjhesf85.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გუშინ, 20 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ფორმულასა და TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და დამნაშავეთა დაკავებას ითხოვს. 

"FSB-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა TV პირველისა და ფორმულას ჟურნალისტებს, გაუსწორდა ფიზიკურად, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა და პირადი მობილური ტელეფონი. რუსეთის აგენტის ფარცხალაძის გამო, როცა ხელს უშლიან მისი ქვეყნის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, არის სისხლის სამართლის დანაშაული. უპირობოდ უნდა დააკავონ რუსეთის აგენტის დაცვის წევრი", - წერს ის. 

***

გუშინ, 20 სექტემბერს აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა. შაბათის ფორმულას ჟურნალისტის, მარიამ რიგვავას თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფლის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. 

"ვმუშაობდით რეპორტაჟზე, რომელიც შაბათის ფორმულას ეთერში უნდა გავიდეს შაბათს და ვცდილობდით, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება", - ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.

თავს დაესხნენ TV პირველის გადამღებ ჯგუფსაც. როგორც ნოდარ მელაძემ დაწერა, აეროგადაღების დანახვის შემდეგ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს წაართვეს მობილური ტელეფონი და სავარაუდოდ, პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას ცდილობდნენ.

 

 

 

 


close დახურვა