ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონიას წერილი დახვდა, რომელიც წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარდებს.
"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა. "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ". მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.
3 ნოემბერს ზუგდიდში გამართულ აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს. გარდა ამისა, მან მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ კომპანიის ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება მუნიციპალიტეტში დატოვონ.
ამავე თემაზე: