logo
ENG



ხაზარაძე ფულის გათეთრების საქმეზე: ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის შოუ

02 დეკ 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
kj6tavt6b6nbvgl.jpg

კიდევ ერთი სამართლებრივი დავა, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილება. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძემ „ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის შოუ უწოდა". ბრალდებულები საქმეს შეკერილს, ბრალდებებს კი აბსურდულს უწოდებენ.

აღიძრას საქმე კრიმინალი გახარიას წინააღმდეგ - ამ სიტყვებით დღეს ლელოს დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მუქარის წერილზე გამოძიების დაწყება. მისი დევნის ავტორ, ბიძინა ივანიშვილს კი რუსული მენტალიტეტის გამო სწორედ მოსკოვში გამგზავრება და იქ დარჩენა ურჩია, რის სადემონსტრაციოდაც მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში ავიაბილეთი წარადგინა.

თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთი პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს უყიდა და ქვეყნის დატოვება ურჩია. ავიაკომპანია „აეროფლოტის" ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე მიიტანა.

17 მილიონი დოლარის შესაძლო გათეთრების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

მოსამართლის კითხვების შემდეგ, ბრალდების მხარემ საკუთარი არგუმენტები წარადგინა და თქვა, რომ 2008 წელს განხორციელებული სადავო ტრანზაქციის შემდეგ, თიბისი ბანკის აქტივები შემცირდა; ხაზარაძე - ჯაფარიძე პირადი სარგებელი მიიღეს, თიბისი ბანკი კი დააზიანეს. 

აქტივების შემცირებისა და ავთანდილ წერეთელისთვის ვალის დაბრუნების გადავადების მიზეზად თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა სხდომაზე რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი, ქვეყნის შიგნით დაძაბულ პოლიტიკურ ვითარება და მსოფლიო ფინანსური კრიზისი  - ვერც ერთი ეს არგუმენტი პროკურატურის დადგენილებაში  ვერ მოხვდა.

მამუკა ხაზარაძემ პროცესზე საქმის შეწყვეტა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ხაზარაძის განცხადებით მუქარის წერილზე გამოძიება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო.

სასამართლო სხდომაზე დღეს დაცვის მხარემ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეირ მომზადებული დასკვნაც წარადგინა, რომელიც ბრალდების საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს.

ბრალდება აბსურდული და გაუგებარია ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტისთვის - ტვ პირველის მესაკუთრის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ ზეწოლით ხელისუფლება ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციის გამოძიება პროკურატურამ მომჩივანისა და დაზარალებულის გარეშე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. 1 წლიანი მოკვლევის შემდეგ კი, თიბისი ბანკის დამფუძნებლებსა და ტვ პირველის მესაკუთრეს ბრალი წარუდგინა.

 


close დახურვა