logo
ENG



ხალხის სოლიდარობა

06 დეკ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

მაშინ, როცა ქართული ოცნება უკრაინას თავს ესხმის და ქართველ მებრძოლებს შეურაცხყოფს, აქტიურობს სამოქალაქო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დახმარება ითხოვა ენერგოკრიზისში მყოფი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ერთი თვეა, საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია. ახლა საქართველოს მოსახლეობაში გროვდება ფული გენერატორებისთვის.  

მთავრობის ანტიუკრაინული პოლიტიკის ფონზე სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეებმა სხვა ნაბიჯებიც გადადგეს. ქართველი მეომრების პატივსაცემად დროშა თავად აქტივისტებმა დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. იქვე ამ წუთებში მიმდინარეობს სოლიდარობის მდუმარე აქცია.


close დახურვა