ხარკივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დარუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 17 წლის ბიჭი და მისი მამა არიან, რომლებიც აფეთქებისას ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
თავდასხმის დროს 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 და 16 წლის ბავშვები. სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა კერძო სახლები და სავაჭრო ცენტრი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.