ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, მოსახლეობამ, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ ხარკივი დატოვა, ქალაქში დაბრუნებას იწყებს.
"ხალხი ხარკივში ბრუნდება. გუშინ ვესაუბრეთ უკრაინის რკინიგზას, რომელიც მატარებლების შემადგენლობებში ვაგონებს დაამატებს, რათა ლვივიდან ხარკივში ხალხი დაბრუნდეს. ახლა ჩვენთან ყოველდღიურად დაახლოებით 2 000 ადამიანი ბრუნდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უნდა მოვაგვაროთ პრობლემები საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით. მეტროპოლიტენში ახლა 4 500 ადამიანი ცხოვრობს. დროებითი საცხოვრებელი ფართებით მაინც უნდა უზრუნველვყოთ ეს ადამიანები, სანამ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ", - ამბობს სინეგუბოვი.