უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხარკივში სპეცოპერაციის დროს 11 რუსი სნაიპერი დაატყვევეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულები "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" 115-ე პოლკის წევრები არიან, რომლებიც უკრაინულ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ.
"ხმელნიცკის ოლქში სამხედრო კონტრდაზვერვამ გაანეიტრალა სამხედრო კონტრდაზვერვის ჯგუფი, რომელიც რეგიონში დივერსიას გეგმავდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა 3 ადამიანი, რომლებიც კონტაქტზე იყვნენ რუს კურატორებთან. ისინი ასევე აწარმოებდნენ ვიდეოთვალთვალს იმ ობიექტებისა, რომლებსაც ოკუპანტები შემდგომში რაკეტებს ესროდნენ", - ამბობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.