logo
ENG



ხარკივში უკრაინელმა პოლიციელებმა რუსების მიერ მოწყობილი საწამებელი ოთახი აღმოაჩინეს

03 ოქტ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/14ccupa9g2g7pfi.jpg

ხარკივში უკრაინელმა პოლიციელებმა რუსების მიერ მოწყობილი საწამებელი ოთახი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ხარკივის ოლქის სოფელ პესკი-რადკოვსკის გათავისუფლების შემდეგ პოლიციელები რუსების მიერ სამხედრო დანაშაულების აღწერას აკეთებენ. სამართალდამცველებმა იპოვეს მარანი, სადაც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას რუსები არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. პოლიციაში ამბობენ, რომ ამ ადგილას მოქალაქეებს აშინებდნენ, სცემდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ.

"როცა რუსი სამხედროები სოფელში შევიდნენ, მათ მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გააგდეს და სახლებში თვითონ დასახლდნენ. ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მათ გაძარცვეს ყველა სახლი და ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს", - ამბობენ პოლიციაში.


close დახურვა