logo
ENG



ხარშილაძე: რუსეთი კიდევ ერთხელ გვახსენებს ვინ არის პატრონი

16 ივლ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 
rqtkp45reqaajcc.jpg

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მანიშნებელია, რომ საქართველოს არ აქვს საგარეო პოლიტიკა.

ხარშილაძის თქმით, საქართველო დღეს ამჯობინებს მსგავს განცხადებებს არ უპასუხოს, რაც ოკუპანტს ახალისებს.

„რუსეთი კიდევ ერთხელ გვახსენებს ვინ არის პატრონი. იმის ნაცვლად, რომ საგარეო პოლიტიკაში ძალიან ხმამაღალი ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ, ვამჯობინებთ, რომ ასეთ განცხადებებზე კომენტარები არ ვაკეთოთ. ეს რუსებს მხოლოდ ახალისებს, რომ კიდევ უფრო ძალადობრივი მეთოდები გამოიყენონ. ჩვენ დღეს ვართ სუსტები, არ გვაქვს საგარეო პოლიტიკა და მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა ხარშილაძემ.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების  დასრულებისკენ და კრემლთან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს. 

„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა" და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, ქართველ აღსაზრდელებს იცავს და მოსკოვსა და ცხინვალს ადანაშაულებს.  


close დახურვა