logo
ENG



ხელისუფლება პანდემიას იყენებს, რომ პოზიტიური ცვლილებებისგან უკან დაიხიოს-ფოტიგა

14 მაი 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

"ჩემი აზრით, ხელისუფლება კოვიდ-19-ის პანდემიას იყენებს მიზეზად, რომ პოზიტიური ცვლილებებისგან უკან დაიხიოს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ „ფორმულანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დადებული შეთანხმება შესრულდეს და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია წარიმართოს.

ფოტიგამ მისი კოლეგის, ანდრიუს კუბილიუსის წერილსა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პასუხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იყო.

„რაც შეეხება აქ არსებულ განწყობას, ძალიან ბუნდოვანია. გვინდა ვნახოთ პოზიტიური ცვლილებები. ძალიან გვაღელვებდა ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც ოპოზიციის დაშინებასთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას. ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებას. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება მსოფლიოში. მას შემდეგ რაც გავიგეთ მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ, გადავწყვიტეთ  წერილების გაგზავნა პრეზიდენტის სახელზე, სადაც ვაღიარებდით ამ პოზიტიურ ცვლილებას. შემდეგ იყო პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე. მეც ევრონესტის დელეგაციის წევრი ვარ და მან ყველას გვაჩვენა ეს პასუხი, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ დამაკმაყოფილებელია. უფრო მეტიც, ამისგან შორს დგას. ჩვენ ვხედავთ რეალურ უკან დახევას. ჩემი აზრით,  კოვიდ 19-ის პანდემიას იყენებენ მიზეზად, რომ პოზიციური ცვლილებებისგან უკან დაიხიონ, რაც ძალიან სამწუხაროა. ასეთი პოლიტიკური შედეგი ცუდია საქართველოსთვის.  ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია და განხორციელდეს ის ცვლილებები, რომელზეც შეთანხმდნენ“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. 


close დახურვა