logo
ENG



ხელისუფლება ცდილობს შიში დათესოს - პანკისელები ჩეჩენი კაცის დაკავებაზე

14 ივნ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

გასაიდუმლოებულ საქმეზე სუს-მა პანკისის ხეობის კიდევ  რამდენიმე მკვიდრი დაკითხა. ეს ინფორმაცია "ფორმულას" ხეობიდან მიაწოდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება რას იძიებს უსაფრთხოების სამსახური. გამოკითხული ადამიანების შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება ამგვარი ფორმით ცდილობს გადაფაროს პროვოკაციული საქმეები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები.

"დაიკითხა 2 თუ 3 ბიჭი. უბრალოდ დაკითხეს, ისეთი არაფერი ყოფილა. ჩემი საქმე არაა რა კითხვები დაუსვეს მათ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის შესახებ რაიმე ვკითხო. მე ამ ადამიანებს არც კი ვიცნობ. რაც გავარკვიე ისაა, რომ ამბის გადაფარვა სურდათ, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ადგილობრივების თქმით, ჩეჩენი მოქალაქის დაკავება რამდენიმე წლის წინ მოხმდარი კადიევის საქმის ანალოგიურია. მაშინაც სამართალდამცველები შევიდნენ საცხოვრებელში და იარაღი ჩაუდეს. მათივე თქმით, როგორც კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩენ მოქალაქეს ჰქონდა ნარკოტიკები, მაშინვე გაჩნდა ეჭვი. ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა არგუმენტი, სადაც ბრალეულობა დამტკიცდებოდა, - აცხადებს ხეობის მოსახლეობა.  

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული ჩეჩენი ეროვნების კაცის შესახებ ინფორმაციას სუს-ი არ ახმაურებს. 

ეროვნებით ჩეჩენი მოქალაქე სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს.


close დახურვა