ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის თამილა ტაშევას განცხადებით, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში რუსი სამხედროები 500-მდე მშვიდობიან მოქალაქეს სარდაფებში ამყოფებენ და აწამებენ.
როგორც ტაშევამ აღნიშნა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ყირიმის ბლოკადის დროს ანტიტერორისტულ ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე სარდაფებში იმყოფებიან უკრაინელი აქტივისტებიც.
"ეს წამების ფაქტები ხდება როგორც ხერსონში, ისე ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ჩვენი ინფორმაციით, 500-მდე ადამიანი იმყოფება სარდაფებში და მათ იქ აწამებენ. ოკუპანტები მიდიან ადამიანებთან სახლებში და იტაცებენ მათ. იგივე სცენარს იყენებენ, რომელსაც ყირიმში 2014 წელს. თავდაპირველად შედიოდნენ სამხედროები, შემდეგ მიდიოდა აქტივისტებისა და ჟურნალისტების სივრცის გაწმენდა, მერე ტარდებოდა ე.წ. რეფერენდუმი. ჯერ განიხილავდნენ რეფერენდუმის სცენარს, ახლა ამ ოლქების ყირიმთან მიერთების სცენარს განიხილავენ", - თქვა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.