logo
ENG



ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა

03 მაი 202322:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/lefqurejbsrvwfn.jpg

3 მაისს ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა 48 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სასურსათო მაღაზია და ბენზინგასამართ სადგური.

"იცით, რა საერთო აქვთ ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს, კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს ხერსონში და ხერსონის რეგიონში. ბოლო ინფორმაციით, 21 ადამიანი დაიღუპა! 48 დაშავდა! ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა - ერთ არასრულ დღეში, ერთ ტერიტორიაზე. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს", - ამბობს ზელენსკი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები". პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.


close დახურვა