ხერსონის ოლქის ქალაქ კახოვკაში ადგილობრივი ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი გაუჩინარდა. ჟურნალისტის ცოლის ინფორმაციით, მას ახლობელმა დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა და ავტოსადგურთან შეხვედრა შესთავაზა, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს.
"დაახლოებით 16:30 საათზე ოლეგი წავიდა შეხვედრაზე, სახლში დატოვა ტელეფონიც და საბუთებიც. თქვა, რომ 20 წუთში დაბრუნდებოდა. თუმცა არ დაბრუნებულა", - აცხადებს ჟურნალისტის ცოლი.
ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 16:50 საათზე ავტოსადგურთან რუსი სამხედროები შენიშნეს. ოლეგ ბატურინი გაზეთის "ახალი დღე" ჟურნალისტია.