logo
ENG



ხერსონში უკრაინელებმა 3 წუთში რუსეთის 2 ვერტმფრენი KA-52 ჩამოაგდეს

31 ოქტ 202222:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/ovh9xfrsawm43j2.png

ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 წუთში რუსეთის ორი სამხედრო ვერტმფრენი KA-52 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.

"31 ოქტომბერს, 18:45-დან 18:48 მონაკვეთში, ხერსონის რაიონ ბერისლავსკში საზენიტო დანაყოფებმა ორი რუსული სამხედრო ვერტმფრენი - KA-52 ჩამოაგდეს", - ამბობენ სარდლობაში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 253 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს.


close დახურვა