პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 5 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება სამშენებლო კომპანიებს.
გახარიას თქმით, მუშაობის განახლება შეეძლება ყველა იმ კომპანიამ, რომელიც სამშენებლო მასალების წარმოებითაა დაკავებული.
„5 მაისიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც სამშენებლო მასალების წარმოებითაა დაკავებული. ასევე, ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავებულები სამშენებლო ბიზნესთან შეძლებენ მუშაობის განახლებას. აქ მინდა აღვნიშნო, რომ გუნდი, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, ჩამოყალიბებული ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა თითოეულ კომპანიას მოვუწოდო პასუხისმგებლიანად მოექცნენ ყოველდღიურ საქმიანობას.
ასევე ხვალიდან, ნებადართული იქნება ავტოსარემონტო დაწესებულებების მუშაობაც. ეს კრიკტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის გადაზიდვებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.