დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოდან სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია და ამავე ვაქცინით ურიგოდ აცრა იზღუდება. მიზეზად მომდევნო პარტიის შემოსვლა სახელდება.
NCDC-ის ცნობით, შეუფერხებლად გაგრძელდება უკვე რეგისტრირებულთა ვაქცინაცია.
„2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე. შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით", - ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.