ხმაური და დაპირისპირება იყო „თავისუფალი საქართველოს" ოფისთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები უნდა შეკრებილიყვნენ. ადგილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ და კონტრაქცია მოაწყვეს.
„ქართული ოცნების“ პარტაქტივის მუქარა ასე ჟღერდა: - ისინი ოპოზიციას ქუთაისში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. იყო შენობაში შეჭრის მცდელობაც. ამ ძალადობრივი პროტესტიდან მალევე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, თუმცა ჩინოვნიკი გადაწყვეტილებას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს არ უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კი მისი გადადგომის მიზეზი ქუთაისში მიმდინარე კონტრაქციებში სწორედ საკრებულოს თანამშრომლების მონაწილეობაა.
ქუთაისში ოპოზიციური პარტიების ოფისებზე პირველი თავდასხმა 29 ნოემბერს მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუნიშნეს.