ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო, სადაც ოპოზიციის პროტესტის მიზეზი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება გახდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არაგონივრულ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.
„არ შეიძლება, როდესაც ადამიანის ბედზე ბიუჯეტის კორექტირებას აკეთებ. პირველ რიგში უნდა იდგეს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ვერ არის ეს ბიუჯეტი ადამიანზე მორგებული, ეს ბიუჯეტი მათზე აქვთ მორგებული“, - აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი თემურ დუმბაძე.