logo
ENG



ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

22 მარ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 

ხორვატიაში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. 5-ბალიანმა მიწისძვრამ ზაგრებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამონგვრეულია სახურავები, დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა. 

ნანგრევების ქვეშ მოჰყვა ერთი მოზარდი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ვრცელდება ცნობა სხვა დაშავებულების შესახებაც. სეისმოლოგიურმა ცენტრმა მიწიძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან 7 კილომეტრის დაშორებით დააფიქსირა.

მიწისძვრა მოხდა საბერძნეთშიც. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მიწისქვეშა ბიძგებმა 6 ბალს მიაღწია. დაზიანებულია  საცხოვრებელი სახლები. 


close დახურვა