საყოველთაო ჯანდაცვა იმ იშვიათ ჩამონათვალშია, რომლის მიმართ კმაყოფილებასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად გამოხატავს. მერე რა რომ საბაზისო საფუძველი: ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და გამართვა, საგადასახადო წესრიგის შედეგად ბიუჯეტში თანხების მობილიზება და კიდევ ბევრი რამ, რაც ამ ღრმა კრიზისში მყოფ დარგს ახასიათებდა წინა ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, ოცნებამ ეს საბაზისო პლატფორმა გამოიყენა და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. თუმცა დრო გადის რესურსები იწურება, დარგი მიმზიდველობას კარგავს, ინვესტიციები მცირდება, დეფიციტი იზრდება, მასთან ერთად იზრდება უკმაყოფილებაც. საპოვნელია დამნაშავეები და დასამყარებელია ახალი წესრიგი. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ მეორე მოსმენისთვის პარლამენტში ჯანდაცვის კანონში შესატანი ცვლილებების შერბილებული ვერსია წარმოადგინა. დროება სწავლობდა დარგის ბევრი სპეციალისტის მიერ დაწუნებული ამ რეფორმების შუქჩრდილებს.
ჯანდაცვის მოთვინიერება - დროება
02 ივლ 202320:24
3 წუთის საკითხავი
