logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო დევნილებისთვის ბინების გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს

17 ოქტ 201918:50
3 წუთის საკითხავი
 
s8oqa12c3f29yn8.jpg

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 270-ზე მეტი ბინის გასანაწილებლად დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2013 წლის პირველ ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 959 ბინიდან, 686, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, უკვე გაანაწილა. დარჩენილ ბინებზე კი განაცხადების მიღება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

კრიტერიუმები, 2013 წელს, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო და ორგანიზაციების - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) და სხვ. ჩართულობით შემუშავდა.

ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ იღებს. კომისიის მუშაობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 20 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დევნილები უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავენ და ბინების მიღებას ითხოვენ. დევნილების განცხადებით, მათ კანონით ეკუთვნით ბინები, მაგრამ არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ბინების გადაცემასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ.

 


close დახურვა