logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს მიმართავს, კონფერენციები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ

04 სექ 202013:53
3 წუთის საკითხავი
 
1scusxwq3ie3q6z.png

ჯანდაცვის სამინისტრო ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებსა და კოლეგებს მიმართავს, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კონფერენციები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ. 

ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მზადაა, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს. 

"მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება. ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს, პანდემიასთან ბრძოლისას, წესების დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში", - აცხადებენ სამინისტროში. 

2 სექტემბერს ჩაქვის ოაზისში, სადაც კონფერენცია იმართებდა, სტუმარს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პარალელურად კი კომპლექსში შესვლა-გასვლა აკრძალეს. მოგვიანებით სტუმარს ვირუსი დაუდასტურდა, სასტუმრო ჩაიკეტა და დამსვენებლები და პერსონალი გაიტესტა. 


close დახურვა