logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთიდან შემოსული მგზავრები საზღვარზე შემოწმდებიან

25 იან 202017:44
3 წუთის საკითხავი
 
jm80hhpg37c0m3c.png

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 25 იანვარს დადო ახალი რეკომენდაციები, რომელიც თერმულ, ანუ ტემპერატურის სკრინინგს ეხება, რეკომენდაციების საფუძველზე,  სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საზღვარზე ჩინეთიდან ყველა ჩამოსულ მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ჩაერთვება ექიმი.

„მოგეხსენებათ, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება. მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი - ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია  რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე  ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.. ხოლო დღეიდან კი მეორე კომპონენტი დაემატება, ანუ  საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმი კლინიცისტი, რომელმაც  დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და  განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


close დახურვა