logo
ENG



ჯანეზაშვილი: არ მგონია კლანმა ლევან თევზაძე გაწიროს და გაუშვას სახლში

27 ნოე 201908:05
3 წუთის საკითხავი
 
i4llvva33kibq97.jpg

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევი პირის გასაუბრება იწყება. საბჭოს წევრები მოსამართლეობის ორ კანდიდატს, ლევან თევზაძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ. ლევან თევზაძე მოსამართლეების წინა, 20-კაციან შერჩევაშიც მონაწილეობდა, თუმცა კანდიდატურა კენჭისყრამდე ორი დღით ადრე მან თავად მოხსნა. ის იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა, რის გამოც შესარჩევ პროცესში ინტერესთა კონფლიქტზე საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მაშინვე მიუთითებდა. როგორც „ფორმულას“ ჯანეზაშვილმა განუცხადა, ე.წ. მოსამართლეთა კლანი ლევან თევზაძეს არ გაწირავს და სახლში არ გაუშვებს.

„ამ კონკურსში თვითონ ვასილ როინიშვილიც მონაწილეობს, მაგრამ მგონია, რომ ეს პროცესი უფრო ლევან თევზაძისთვის იქნება წარმატებული, რადგან იგი მეორედ ღებულობს მონაწილეობს კონკურსში და არ მგონია კლანმა გაწიროს და მეორედ გაუშვას სახლში. ზოგადად, წინა და ამ კონკურსმა წარმოაჩინა ერთადერთი რამ - სისტემა ჩაკეტილია. სისტემა არ უშვებს შიგნით არც გამოცდილ ადვოკატებს, არც გამოცდილ ადამიანების უფლებადამცველებს და ა.შ.“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი ვასილ როინიშვილია. ვაკანსია სწორედ მის მოქმედ თანამდებობაზე ცხადდება. მას მუშაობის 10-წლიანი ვადა დეკემბერში ეწურება. ვასილ როინიშვილის გასაუბრება ხვალ შედგება.
 

close დახურვა