logo
ENG



ჯანმო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მედიკამენტების კვლევის შედეგებს ელოდება

04 ივლ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ მედიკამენტების კლინიკური კვლევის პირველ შედეგებს მომდევნო ორ კვირის განმავლობაში ელოდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეს განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.

საუბარია 5 მედიკამენტზე, რომლებიც, შესაძლოა, კოვიდ-19-ით დაავადებულების მკურნალობის პროცესში ეფექტიანი აღმოჩნდეს.

კვლევაში მონაწილეობა 39 ქვეყნიდან 5 500-მდე პაციენტმა მიიღო. კორონავირუსით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკვე მესამე დღეა, შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების ახალი, 50 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 


close დახურვა