ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის. ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ! სოლიდარობა!“, - წერს ჯანმოს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერში“ გუშინ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მინდა საქართველოსა და მსოფლიოს მოსახლეობას იმედი და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენ დაუსრულებლად შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისადმი, რომლებიც უხილავ მტერს გმირულად ებრძვიან“.