ამ ერთობლივი დეკლარაციის შემუშავების და ხელმოწერის იდეა არის რამდენიმე ევროპარლამენტარის იდეა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმის თაობაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, რაში ვხედავთ გამოსავალს და ა.შ.
მათი იდეა იყო, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მომხდარიყო იმ საკითხებზე, რაზეც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ერთნაირი ხედვები და იქ, სადაც საჭიროა რესურსების კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ რეჟიმთან დაპირისპირება და შემდეგ არჩევნებში ამ რეჟიმის დამარცხება