საპატრიარქოს პრესსამსახური ანდრია ჯაღმაიძე „facebook“-ში ჟურნალისტებს მიმართავს. როგორც ჯაღმაიძე წერს, ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კითხვებზე ვერ უპასუხებს, რადგან ბრწყინვალე შვიდეულში განცხადებების გაკეთება არ უნდა.
„ჟურნალისტების საყურადღებოდ: ერთი კვირით არ ვიქნები სამსახურში, ბრწყინვალე შვიდეულში არ გავაკეთებ კომენტარებს“, - წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.