logo
ENG



ჯაღმაიძე: საკითხების სიმრავლის გამო, სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება

11 თებ 202119:32
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე: საკითხების სიმრავლის გამო, სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრო მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ წმინდა სინოდის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება.

როგორც ჯაღმაიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, განჩინების ტექსტი დღეს ვერ მომზადდა, რადგან სხდომაზე ბევრი საკითხი გავიდა. 

​"იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე

ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდზე განხილულ საკითხებს შორის იყო ვაქცინაცია და დავით გარეჯი, ასევე "ზნეობრივი საკითხები". 


close დახურვა