logo
ENG



ჯაღმაიძე მედიაზე ძალადობაზე: ძალიან სამწუხარო ფაქტია

05 ივლ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე მედიაზე ძალადობაზე: ძალიან სამწუხარო ფაქტია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაზე ამბობს, რომ "ძალიან სამწუხარო ფაქტია".

"მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს", - წერს ის.

სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა მოსახლეობას, ღირსების მარშის კონტრაქციაზე გამოსულიყვნენ.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს.


close დახურვა