საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ თავკვეთულას მონასტერში ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს საპატრიარქო ეპარქიის მმართველის შემდეგ შეაფასებს.
ანდრია ჯაღმაიძემ ფორმულას ჟურნალისტს წერილობით უპასუხა. კითხვაზე, როგორ აფასებს საპატრიარქო თავკვეთულას მონატერში ჟურნალისტზე მომხდარ თავდასხმას და რა ზომების მიღებას აპირებს სასულიერო პირის მიმართ, ჯაღმაიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„საპატრიარქოს შეფასებები წინ ვერ გაასწრებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის შეფასებებს", - წერს ჯაღმაიძე.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საპატრიარქოს მომხდართან დაკავშირებით მღვდელმთავართან კომუნიკაცია, ჯაღმაიძე ამბობს, რომ "ამას არ აქვს მნიშვნელობა, უნდა დაველოდოთ მას".
თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ფორმულას ჟურნალისტი მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვას სვამდა, რაზეც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია მიიღო.
თავკვეთულად მონასტერი კარის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში შედის. ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის განცხადებით, ფორმულას ჟურნალისტს ბერმა იოანემ შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, როცა ის მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
ვრცლად ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ წაიკითხეთ აქ.