logo
ENG



ჯეიმს მატისი: დონალდ ტრამპი ჩვენ დაყოფას ცდილობს

04 ივნ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი ჩვენ დაყოფას ცდილობს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილმა მდივანმა განაცხადა. ჯეიმს მატისმა მიმდინარე აქციების მიმართ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ქმედებები არა ხალხის გაერთიანებას, არამედ მათ კიდევ უფრო დანაწევრებას ემსახურება. როგორც მატისმა აღნიშნა, ხალხი სამწლიანი განზრახული ძალისხმევის შედეგების მოწმეა.

ჯეიმს მატისმა თანამდებობა 2018 წელს, შეხედულებათა უთანხმოების გამო დატოვა.


close დახურვა