ის სახელმწიფოები, რომლებიც არიან [რომის სტატუტის] წევრი ქვეყნები, დღეიდან ვალდებულნი არიან, თუ მათ ტერიტორიაზე მოხვდება პუტინი, დააკავონ იგი და ოფიციალურად გადასცენ ჰააგის სასამართლოს. არანაირი იმუნიტეტი [არ მოქმედებს], ამ შემთხვევაში და თუნდაც ის, რომ პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არაა წევრი, ვერ დაიცავს იმისგან, რომ თუ გადაკვეთენ სასამართლოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებს, ისინი იქნებიან დაკავებულნი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თითქმის, პრაქტიკულად გამოირიცხა მოლაპარაკებებზე დაჯდომა ადამიანთან, რომელიც ომის დანაშაულებშია ბრალდებული. ერთადერთი რაც შეიძლება თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუ გაეროს უშიშროების საბჭო გადაწყვეტს ამას. რომის სტატუტშიც არის ეს იურიდიულად ჩადებული, რომ მათ შეუძლიათ გაიხმონ ეს ნაწილი სასამართლოდან, თუმცა ეს თეორიულ დონეზე და პრაქტიკაში არასდროს მომხდარა და არ ვიცით რა უნდა მოხდეს, რომ აქამდე მივიდეს.
ჯეირანაშვილი: პრაქტიკულად გამოირიცხა პუტინთან მოლაპარაკებები, ომის დანაშაულებშია ბრალდებული
17 მარ 202322:46
3 წუთის საკითხავი