ანსამბლ ერისინიონის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ანსამბლი ავრცელებს.
ჯემალ ჭკუასელი ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი 1986-2015 წლებში იყო. 2015 წლიდან კი მისი მთავარი დირიჟორი გახდა.
ის არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი და ა.შ.
ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ ერისიონს მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო.