ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კარტერს ატლანტის კლინიკის ექიმებმა ტვინიდან ჰემატომები უნდა ამოკვეთონ. პროცედურა დღეისთვის არის დანიშნული. ჰემატომები 95 წლის კარტერს ბოლო პერიოდში ხშირი წაქცევების გამო გაუჩნდა. მაისში საკუთარ სახლში დაცემის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ფეხი მოიტეხა და ოპერაცია ჩაუტარდა, განმეორებითი ინციდენტის შედეგად კი ოქტომბერში ჯიმი კარტერი საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჩალურჯებული თვალით მივიდა.
ჯიმი კარტერი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს
12 ნოე 201912:32
3 წუთის საკითხავი