logo
ENG



ჯიუტად თავისუფლებისკენ - დროება

26 თებ 202320:16
3 წუთის საკითხავი
 

24 თებერვალს ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინელებსა და მსოფლიოს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციისგან განსხვავებულ ადგილას დგას. დგას იქ, სადაც სამართლიანობა, თავისუფლება და ცივილიზაციაა. მოულოდნელს არაფერს ვიტყვი თუ ვახსენებ, რომ ისე ჩანს, თითქოს ევროპის სიკეთეები ახალგაზრდებს უფრო ესმით, ვიდრე უფროს თაობას. ალბათ ხშირად გაგიგიათ, ყურისთვის ცუდად მოსასმენი წინადადება, რომ ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, იმ თაობის დიდი ნაწილი გვაფერხებს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიბადა და დასავლური ღირებულებების არსი ბოლომდე გააზრებული არ ან ვერ აქვს. დროების სიუჟეტში ნახავთ და მოისმენთ, სწორედ ამ უფროსი თაობის და არა მარტო, აღქმებს, დამოკიდებულებებს და სურვილებს. ჯიუტად თავისუფლებისკენ - დროებაში.


close დახურვა