აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განცხადებაში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობს და მას "საძაგელსა" და "გულდასაწყვეტს" უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუშს თავის განცხადებაში ტრამპი არ უხსენებია, განცხადების შინაარსი აშკარად გულისხმობს პრეზიდენტ ტრამპსა და რამდენიმე რესპუბლიკელ ლიდერს:
"შეძრული ვარ არჩევნების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ტუტუცი ქცევით და იმ უპატივცემულობით, რომელსაც ისინი ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცველების მიმართ იჩენენ", - განაცხადა ბუშმა.
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ. შენობაზე განხორციელებულ შტურმს მსხვერპლიც მოყვა.