logo
ENG



ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო პარიზში გამართული აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

03 ივნ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში, მინესოტას შტატში პოლიციის მიერ დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, აქცია საფრანგეთშიც გაიმართა და მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქცია, პოლიციის მიერ რამდენიმე წლის წინ ფრანგი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის წლისთავს უკავშირდებოდა.

​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ქალაქის მუნიციპალიტეტმა აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა. აკრძალვის მიუხედავად ​ქუჩებში 20 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებმა ბარიკადების აგება სცადეს. პროტესტის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. შეკრებილების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულები. 


close დახურვა