logo
ENG



ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია დეოკუპაციის თვალსაზრისით

07 ოქტ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/wol0elr2orxpmv6.jpg

ლუჰანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია დეოკუპაციის თვალსაზრისით.

"აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს - ერთ-ერთი არის ის, რომ ვინც გაიქცა ლიმანიდან და ხარკივიდან, ყველა ლუჰანსკის რეგიონში გაიქცა. ამიტომ, სამხედროების კონცენტრაცია მაქსიმალურია," - თქვა ლუჰანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ ჰაიდაიმ თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან სოფელი გრეკოვკა გაათავისუფლეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა ოკუპანტები ხანგრძლივი თავდაცვისთვის ემზადებიან, მათ შორის ამონტაჟებენ ნაღმებს სხვადასხვა ტერიტორიებზე.

ჰაიდაის განცხადებით, რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულია. მისი თქმით, ამის ფონზე რუსები მობილიზაციას აცხადებენ ლუჰანსკის სხვადასხვა რეგიონებში. გაწვევის ფურცლებს ურიგებენ ყველას - სტუდენტებს, ავადმყოფებს, მოხუცებს.

5 ოქტომბერს ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.


close დახურვა