ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა ლუჰანსკის ოლქში 7 დასახლება გაათავისუფლეს.
ჰაიდაის თქმით, ეს არის სვატოვსკის რაიონის კრასნორეჩენსკაიას დასახლების თემის სოფლები: ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის დასახლების თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ადნრეევკა, სტელმახოვკა.
"ახლა შვიდივე დასახლება სრულად კონტროლდება უკრაინის მიერ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან სოფელი გრეკოვკა გაათავისუფლეს. ჰაიდაის თქმით, ახლა ოკუპანტები ემზადებიან ხანგრძლივი თავდაცვისთვის, მათ შორის ამონტაჟებენ ნაღმებს სხვადასხვა ტერიტორიებზე.
ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ამის ფონზე რუსები მობილიზაციას აცხადებენ ლუჰანსკის სხვადასხვა რაიონებში. გაწვევის ფურცლებს ურიგებენ ყველას - სტუდენტებს, ავადმყოფებს, მოხუცებს.
5 ოქტომბერს ჰაიდაიმ თქვა, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.