logo
ENG



ჰარისი: არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ

30 ოქტ 202310:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/pej9190vw85buak.jpg

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ამერიკა არ გეგმავს ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარების გაგზავნას.

"ჩვენ არანაირი განზრახვა ან გეგმა არ გვაქვს, რომ საბრძოლო ჯარები ისრაელში ან ღაზაში გავგზავნოთ.

ისრაელს ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, უფლება აქვს, თავი დაიცვას. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰამასისა და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს", - თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა