logo
ENG



ჰერჩინსკი: ცნობა, რომ რუსეთი აპირებს ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნას, შემაშფოთებელია

06 ოქტ 202311:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს ძალიან შემაშფოთებელია".

ელჩის თქმით, ეს არის რუსეთის მხრიდან 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმდა.

"ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის მტკიცე და მკაფიო პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნას, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ეს არის რუსეთის მხრიდან იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, რომელიც 2008 წელს იქნა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული და ნათელია, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ძალიან შემაშფოთებელია", - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა