logo
ENG



ჰონგ-კონგში დემოკრატიული მოძრაობის გავლენიანი აქტივისტები დააკავეს

28 თებ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 
d4cj1zb97penylg.jpg

ჰონგ-კონგში დემოკრატიული მოძრაობის გავლენიანი აქტივისტები დააკავეს. ერთი რეგიონის ასამბლეის ყოფილი წევრია, მეორე ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, მესამე კი ცნობილი მედია-მაგნატი. სამივეს ბრალად ედება არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა.

საპროტესტო დემონსტრაცია გასულ წელს აგვისტოში გაიმართა. ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჰონგ კონგში 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ რეგიონის ხელმძღვანელობამ მიტინგების ჩატარება აკრძალა. თუმცა დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერებმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და ქალაქის ცენტრში შენობებიც კი დაიკავეს.  


close დახურვა