logo
ENG


კრამერი: შეცდომა იქნებოდა, ივანიშვილმა და სხვებმა იფიქრონ, რომ არ იქნებიან სანქციების სამიზნე
  • 626ნახვები

ჩემი აზრით, შეცდომა იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და სხვებმა ქართული ოცნებიდან იფიქრონ, რომ ისინი არ იქნებიან სანქციების სამიზნეები. ვფიქრობ, რომ მან [ივანიშვილმა] თვალი უნდა გაისწოროს მიმდინარე მოვლენებს, მაგალითად, რა ხდება მოლდოვაში, როდესაც პრემიერმინისტრის დასანქცირება მოხდა, ასევე უკრაინაშიც, მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირება რომ მოხდა აშშ-ის მხრიდან. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ბატონმა ივანიშვილმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მიმდინარე მოვლენებზე და არ უნდა ჩათვალოს, რომ 5 სანქცია, რომელიც აქამდე დაწესდა, იქნება დასასრული. მე ვიმედოვნებ, რომ დამატებითი სანქციები არ იქნება საჭირო, თუმცა ვღელავ, რომ ეს ასეა და აუცილებლად იქნება ამის საჭიროება.

თქვა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა ფორმულას ეთერში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა