logo
ENG


სააკაშვილი: რუსებს უნდა მივცეთ ერთი წელი, რომ გაყიდონ თავისი ბინები
  • 581ნახვები

რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი, რომ გაყიდოთ თავი ბინები. უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და უცხოეთში მყოფ ქართველებს აყიდინონ შეღავათიან ფასებში სახელმწიფოს დახმარებით ეს ბინები და ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ მათ შორის იმ კერძო საკუთრების ხარჯზე, იმ ნაყიდი ბინების ხარჯზე, რომელიც რუსებს გააჩნიათ დღეს საქართველოში. რუსების გრძელვადიანი მომავალი ვერ იქნება საქართველოში. სანამ ვართ ამ მდგომარეობაში როცა რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია, ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ. 

თან როგორი რუსები არიან ესენი - თავის ბიზნესებს იკეთებენ, თავის დახურულ წრეს იკეთებენ, თავისი რესტორნები აქვთ, თავისი სასტუმრო ბიზნესი აქვთ, თავისი სამშენებლო კომპანიები აქვთ. ფაქტობრივად, ქართველები გარიყულები არიან ამ ბიზნესიდან. 

ყველა სხვა უცხოელს, ვინც საქართველოში ჩადებს ფულს, უნდა დავავალდებულოთ, რომ მინიმუმ 90% დასაქმებული მუშახელის იყოს ქართული.

 

 

ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა