logo
ENG


ზელენსკი: ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს ასეც უნდა იყოს
  • 369ნახვები

სამხედრო კაბინეტის სხდომა გავმართე მთავარ საბრძოლო ფრონტებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კუპიანსკი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და მელიტოპოლის მიმართულება. განვიხილეთ ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების უზრუნველყოფა, ასევე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და იარაღის მიწოდების საკითხი.

მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და მტერს აკავებენ. ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ასეც უნდა იყოს. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი ქვეყნისა და დამოუკიდებლობისთვის! ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, ვინც სიცოცხლე დათმო უკრაინისთვის! დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა