logo
ENG


კალაძე: კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხელისუფლების დამხობის სურვილი აქვთ
კახა კალაძე
29 ოქტ, 2023 18:04
კალაძე: კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხელისუფლების დამხობის სურვილი აქვთ
  • 432ნახვები

ვინც ამას [კარვების გაშლის კონტროლის კანონს] ეწინააღმდეგება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი. ვიღაცები ამას შეიძლება გარედანაც მხარს უჭერდნენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე კარვების გაშლის კონტროლის შესახებ კანონზე საუბრისას. ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.



ასევე ნახეთ
close დახურვა