logo
ENG


ზელენსკი: რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია
  • 628ნახვები

ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, ეს არის რუსეთში სხვა ერების მიმართ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება.

გასული წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა. ოფიციალური ტელევიზიით რუსი პროპაგანდისტებისთვის სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა.

რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც აღძრავს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილის წინააღმდეგ.

ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაჰაჩყალაში, ებრაელებზე თავდასხმის მოტივით ბრბოს აეროპორტში შეჭრას.



ასევე ნახეთ
close დახურვა